|
2019-09-29 03:55:26, 1973 ნახვა
საზოგადოება
იმერეთში გადაუღებელმა წვიმამ სახლები და ქუჩები დატბორა ქუთაისში დაიტბორა საავადმყოფოებიც
იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავეს. ამ დროისთვის დაფიქსირებულია 290-მდე შეტყობინება. გამოძახებების უმრავლესობა ქუჩების, შენობების პირველი სართულების და სარდაფების დატბორვას ეხებოდა. ასევე, წყალი შევიდა 3 სამედიცინო დაწესებულებაში - ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო ,,ჯეო ჰოსპიტალი", წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. ამოტუმბვის სამუშაოები უმოკლეს დროში განხორციელდა და საავადმყოფოს ფუნქციონირებას ხელი არ შეშლია. ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია. მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდნენ. ყველა შემთხვევაზე მოხდა დროული რეაგირება. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის რეგიონში მდგომარეობა გაუმჯობესებულია. იმერეთში აღარ წვიმს. მოძრაობა გზის მონაკვეთებზე სრულად აღდგენილია.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)