|
2019-09-28 13:58:24, 3771 ნახვა
სამართალი
ოჯახში ძალადობისა და სექსუალური შევიწროების საკითხებზე მართლწესრიგის ოფიცრების გადამზადება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები მართლწესრიგის ოფიცრებს ოჯახში ძალადობისა და სექსუალური შევიწროების თემებზე ტრენინგს უტარებენ. სწავლება მოიცავს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებს, მათ შორის: ძალადობის განმეორების რისკების შეფასებისა და შემაკავებელი ორდერების შევსების უნარ-ჩვევების გაძლიერებას; შემაკავებელი და დამცავი ორდერების მონიტორინგის პროცედურებს; ოჯახში ძალადობისაგან არასრულწლოვანთა დაცვის მექანიზმებს. ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას ძალადობის მსხვერპლებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისებისა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შესახებ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები მართლწესრიგის ოფიცრებს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და სამართალწარმოების თავისებურებებს განუმარტავენ. გადამზადების კურსს 100-ზე მეტი მართლწესრიგის ოფიცერი გაივლის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)