|
2019-09-28 10:20:25, 3005 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ სხდომა გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის ხელმძღვანელობით „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს" სხდომა გაიმართა. აღნიშნული საბჭო „2016-2020 წლების საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის" თანახმად შეიქმნა და მისი ფუნქცია კერძო სექტორთან კონსტრუქციული დიალოგის წარმოება და არსებობის შემთხვევაში, ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირება და განხილვაა. შეხვედრაზე სსიპ საჯარო კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე რევიამ წარმოადგინა პრეზენტაცია ბიზნესისა და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის აღნიშნული მოდელის მოქმედების შესახებ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ სექტორში დაგეგმილი რეფორმასა და ასევე, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების სერვისებზე. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია თემაზე ,,კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები," რომლის დროსაც შეხვედრის მონაწილე ბიზნესის წარმომადგენლებმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი გამოწვევის შესახებ გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო," როგორც საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის და თანმშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პლატფორმის ფუნქციონირება, უზრუნველყოფს რეგულარული და სტრუქტურირებული დიალოგის წარმოებას, რაც ეხმარება მთავრობას, შეიმუშაოს ეფექტიანი პოლიტიკა კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის. ამასთან, რეგულარული დიალოგის მექანიზმი ხელს უწყობს კერძო სექტორს (მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის წარმომადგენლებს) და მთავრობას შორის ნდობის გაზრდას და პროგნოზირებადი გარემოს ჩამოყალიბებას.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)