|
2019-09-27 19:04:20, 3355 ნახვა
სამართალი
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი, ლევან იმერლიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 10 ათასი ლარის გირაო დააკისრა. აღსანიშანავია, რომ აღკვეთის ღონიძიება პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. ამის მიზეზად კი იმერლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, რასაც ბრალდების მხარე არ იზიარებდა. შეგახსენებთ, რომ ლევან იმერლიშვილი 15 ივლისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, მან გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)