|
2019-09-27 18:22:04, 3318 ნახვა
სამართალი
შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურაში დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორები დაიბარეს
პატიმართა შეწყალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში ხვალ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორები გამოიკითხებიან. უწყების პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ტალახაძის, გიორგი მიროტაძისა და ლაშა ხურცილავას გამოკითხვა 13:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. შეწყალების ფაქტებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)