19:57 - 22 Jul, 2026
|
2019-09-27 11:30:28, 2312 ნახვა
სამართალი
შეწყალების საქმეზე პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები იკითხებიან
პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები იკითხებიან. პროკურატურაში შეწყალების თემაზე ადმინისტრაციის ხუთი თანამშრომლია დაკითხვაზე, მათ შორის დავით კაშია, ნინო კალანდაძე, ნინო შარშიძე, დიანა ტაბატაძე – რეხვიაშვილი, ზინაიდა ვერულაშვილი. მათ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ შეწყალების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)