02:46 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-27 10:05:42, 1711 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: მივაღწიეთ დადებით შედეგს - ინვესტორი კომპანია, რომელიც ტყიბულში შემოდის, საწარმოს საქმიანობას განაახლებს

 „ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დადებით შედეგს. პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ მეშახტეების გაფიცვა შეწყდა.  პრაქტიკულად, დღეიდან, ინვესტორი კომპანია, რომელიც ტყიბულში შემოდის, საქმიანობას განაახლებს,  მეშახტეებთან ერთად დაიწყებს შახტაში ჩასვლას და არსებული ვითარების შესწავლას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტყიბულში, გაფიცულ მეშახტეებთან და კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, კომპანია მზად არის, რომ ორშაბათს სახელფასო დავალიანება გაისტუმროს.  გარდა ამისა, კომპანიამ ვალდებულება აიღო,  გაისტუმროს გარკვეული სოციალური გადასახადები, მათ შორის დაზარალებული ოჯახებისთვის.

ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, ნოემბრის დასაწყისში  ქვანახშირის მოპოვება აღდგება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჟღერდა გეგმა - პრაქტიკულად, ერთ თვეში, ნოემბრის დასაწყისში აღდგეს ქვანახშირის მოპოვება და ეს არის ძალიან დამაიმედებელი, რადგან ერთ წელზე მეტია, შახტა გაჩერებულია.   უახლოესი 2 წლის განმავლობაში მოხდება შახტების, მოპოვების გაფართოება, გადაიარაღება და ახალ ნიშნულებზე ასვლა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics