|
2019-09-26 18:42:08, 1985 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი FAO-ს მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაციის წევრებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO) მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციაში FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე და FAO-ში ევროკავშირის, აშშ-ის, ბრაზილიის, ერითრეას, ნიგერიის, ბანგლადეშის და საუდის არაბეთის მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს ქვეყანაში აგრარული დარგის განვითარების დინამიკით დაინტერესებისთვის და ხაზგასმით აღნიშნა FAO-ს მხარდაჭერისა და ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ. „მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო რაიმუნდ იელეს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ჩვენი სამინისტროს წამყვანი პარტნიორია. ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ FAO-ს მხარდაჭერით. ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა გამორჩეულია და, ვფიქრობ, მომავალშიც ეფექტიანი თანამშრომლობა გვექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე გაამახვილა. დელეგაციის წევრების განცხადებით, საქართველოს აგრარული დარგის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. დელეგატებმა საქართველოს მხარეს სრული მხარდაჭერა დაუდასტურეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში, მამუკა მესხი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)