|
2019-09-26 12:02:31, 1156 ნახვა
საზოგადოება
გურამიშვილის გამზირზე, 3 400 კვ.მ ფართობზე სკვერი ეწყობა
ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N39ა-ს მიმდებარედ 3 400 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სარწყავი სისტემა და ბორდიური. ამ ეტაპზე, ტერიტორიის ფილებით მოპირკეთება მიმდინარეობს. ასევე, შესრულდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა საპარკე ინფრასტრუქტურა და კაუჩუკის მოედანი, სადაც დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და პროექტის დეტალები გააცნეს. „ამ მისამართზე არსებული საპარკე ინფრასტრუქტურა ძალიან დაზიანებული იყო. სკვერის გარშემო რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსია და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობა. გვერდით ასევე გამგეობის მიერ მოწყობილია სპორტული მოედანი და საერთო ჯამში, ადგილობრივ მცხოვრებლებს კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი სივრცე ექნებათ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნული სკვერის სრული რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 153 201 ლარს შეადგენს. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)