|
2019-09-26 10:18:48, 3298 ნახვა
სამართალი
შს მინისტრი საქართველოში გაეროს განვითარების ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში გაეროს განვითარების ფონდის მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაზე გაამახვილა ყურადღება. ლუიზა ვინტონმა დადებითად შეაფასა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობა. შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოში გაეროს განვითარების ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებისა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)