|
2019-09-25 12:06:44, 2905 ნახვა
ეკონომიკა
კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი რთველის მიმდინარეობის პროცესს კახეთში გაეცნო. მინისტრის მოადგილე, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსთან, ლევან მეხუზლასთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ღვინის საწარმოებში იმყოფებოდა, სადაც მოსავლის დაბინავების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 25 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 145 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი 10-12 ათასი ტონის ფარგლებშია. ასეთი მაღალი გადამუშავების პირობებში, საწარმოებთან გაზრდილია ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადი. გადამუშავებული ყურძნიდან 92 ათასი ტონა რქაწითელია, რომლის 72 % სს „აკურამ“ სახელმწიფოს მიერ აღებული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეისყიდა. „რთველი პიკურ ფაზაშია; შესაბამისად, გაზრდილია ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადი. ყურძნის ჩაბარების პროცესი ორგანიზებულად და შეუფერხებლად მიდის. უმნიშვნელოვანესია, კერძო სექტორის ჩართულობა და პასუხისმგებლობა, რათა რთველი, ბოლო წლების მსგავსად, წარმატებული იყოს“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 300-მდე კომპანია. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)