|
2019-09-25 12:04:09, 2085 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია უნივერსალური საფოსტო კავშირის კონგრესში მონაწილეობს
შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში უნივერსალური საფოსტო კავშირის (UPU) რიგით მე-3 საგანგებო კონგრესი გაიხსნა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის, ეკა ყუბუსიძის ხელმძღვანელობით. კონგრესში აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი 192 სახელმწიფოს დელეგაცია მონაწილეობს. მიმდინარე საგანგებო კონგრესის ჩატარების აუცილებლობა გამოწვეულია ანგარიშსწორების საბოლოო ფორმის ცვლილების დღის წესრიგში დაყენებამ, რათა იგი მისაღები იყოს ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყნისთვის. დღეს არსებული სისტემა ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც საფოსტო გზავნილების ბრუნვა დიდია, არამომგებიანია. კონგრესი მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იკრიბება და მისი ძირითადი ფუნქცია მსოფლიო საფოსტო სტრატეგიის და საერთაშორისო საფოსტო მიმოცვლის სამომავლო წესების განსაზღვრაა. საგანგებო კონგრესს მსოფლიო საფოსტო კავშირი (UPU) იწვევს განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც სასწრაფოა დაგეგმილ კონგრესებს შორის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)