|
2019-09-24 18:12:28, 2111 ნახვა
სამართალი
მოკლულის მამა - პასუხისმგებლობა პრეზიდენტს ეკისრება
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების ფაქტზე დაწყებული ფარგლებში, მოკლული გიორგი ქოიავას მამა, თამაზ ქოიავა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. აღსანიშავია, რომ ქოიავა უწყებაში 6 საათის განმავლობაში გამოიკითხებოდა. როგორც თამაზ ქოიავამ პროკურატურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებლებს მისი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. „აინტერესებდათ ყველაფერი, რასაც მე ტელევიზიებში გამოვდიოდი და ვყვებოდი. დეტალურად მოვყევი ამ 23 წლის განმავლობაში რას ვაკეთებდი. რაც შეეხება, პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, პრეზიდენტს ვაკისრებ და მერე იმათ, ვინც მოუმზადა ეს მასალა მას“, - აღნიშნა თამაზ ქოიავამ. ცნობისთვის, პროკურატურამ პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით გამოძიება პარტია „ევროპული საქართველოს“ მიმართვის შემდეგ დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)