03:07 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-23 17:34:52, 1524 ნახვა

საზოგადოება
მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის თანამედროვე ციფრული ხელსაწყო - OPTIMO შეიქმნა

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შეიქმნა OPTIMO - თანამედროვე ციფრული ხელსაწყო ბიზნესის ოპტიმიზაციის, უკეთ მართვისა და განვითარებისთვის. აღნიშნული ხელსაწყო მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე და მიზნად ისახავს მათი სამუშაო პროცესების გამარტივებას.

OPTIMO-ს თანამედროვე მოწყობილობა მასში ინტეგრირებული პროგრამული უზრუნველყოფით, მრავალფეროვანი ფუნქციონალითა და ანალიტიკით, ზრუნავს პარტნიორების განვითარებაზე. აძლევს მათ შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, მიიღონ უახლესი ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის მარაგების, შესყიდვების, გაყიდვების, შემოსავლებისა და მომგებიანობის შესახებ.

„მოხარული ვართ, რომ OPTIMO-სთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს ვქმნით. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესების არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ მათ ზრდასა და  სამომავლო განვითარებაზე ზრუნვა. OPTIMO მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ამარტივებს ბიზნესპროცესებს. ჩვენი მიზანიც ეს არის, ხელი შევუწყოთ ბიზნესებს გაძლიერდნენ, განვითარდნენ და მარტივად მართონ საკუთარი საქმიანობა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

OPTIMO  მინიმალური დანახარჯებით, ბიზნესის წარმომადგენლებს აწვდის საჭირო ინფორმაციას და რჩევებს მათი ბიზნესის განვითარებისა და წინსვლისთვის, რაც პირდაპირპროპორციულია OPTIMO-ს წარმატებასთან.

OPTIMO-ს შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ გვერდზე www.optimo.ge

 

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics