|
2019-09-23 14:55:28, 1271 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოზე განახლებული მაკდონალდსი და მაკკაფე გაიხსნა
26 მაისის მოედანზე მდებარე „მაკდონალდსის“ განახლებული რესტორანი, მომხმარებელს „მომავლის გამოცდილების“ პლატფორმას და „მაკკაფეს“ სთავაზობს. ერთთვიანი სამუშაოების შედეგად, კომპანიამ რესტორნის სრული რემოდელინგი მოახდინა და მომსახურების უმაღლესი სტანდარტები დანერგა. ყავისა და დესერტების მოყვარულთა საყვარელი ბრენდი „მაკკაფე“ განახლებული რესტორნის პირველ სართულზე განთავსდა. ეს უკვე მესამე „მაკკაფეა“ საქართველოში, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს მაღალი ხარისხის ყავის ნაირსახეობები და გემრიელი დესერტები. ,,მომავლის გამოცდილების“ პლატფორმა კომპლექსური მიდგომაა, რომელიც აერთიანებს მომხმარებლის რესტორანში შესვლისთანავე სტუმართმოყვარეობის ლიდერის დახმარებას, მაგიდასთან მომსახურების სერვისს, რომლის მეშვეობითაც სტუმრებს ლოდინი აღარ სჭირდებათ შეკვეთის ზონაში და სასურველ პროდუქტს მაგიდასთან იღებენ, ასევე მოიცავს შესაკვეთ კიოსკებს, რომლებიც მორგებულია მომსახურების უფრო მარტივ და სწრაფ მოდელზე და მაქსიმალურად ფოკუსირდება მომხმარებლის კომფორტზე.“- აცხადებენ კომპანიაში. „მაკდონალდს“ საქართველომ, უმაღლესი სტანდარტების დანერგვის ვერიფიკაცია 2018 წელს წარმატებით გაიარა და ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე გახდა ინოვაციების დანერგვის კუთხით. მიღებული შედეგის მიხედვით, საქართველოს მაკდონალდსი ისეთ ქვეყნებს შორისაა წარმოდგენილი, როგორებიცაა ავსტრია და პორტუგალია. საბურთალოს „მაკდონალდსის“ განახლებული ინტერიერი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. რესტორნის რემოდელინგზე უცხოელი სპეციალისტები და სათაო ოფისის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ. შედეგად სრულად შეიცვალა დიზაინი, ავეჯი და ტექნიკა, გაუმჯობესდა რესტორნის დრაივის ზოლიც, რომელიც მომხმარებლებისთვის გაცილებით მოდერნიზირებული და კომფორტული გახდა. „მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 15 ობიექტს მოიცავს.
(R)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)