|
2019-09-23 14:51:42, 2517 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური გერმანიის ელჩს შეხვდა
ვახტანგ გომელაური საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს - ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა გერმანული მხარის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა. შინაგან საქმეთა მინისტრმა და გერმანიის ელჩმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ორი ქვეყანის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლს. ვახტანგ გომელაურმა ჰუბერტ ქნირშს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების კუთხით უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)