|
2019-09-23 14:52:14, 2198 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ელექტრონულ სერვისებს ბათუმელი და ზუგდიდელი მეწარმეები გაეცნენ
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ელექტრონულ სერვისებს ბათუმელი და ზუგდიდელი მეწარმეები გაეცნენ. სააგენტოს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურებსა და გამარტივებულ ელექტრონულ სერვისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ელექტრონულმა სერვისებმა მომხმარებლებისთვის ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურები მაქსიმალურად გაამარტივა, ხოლო დოკუმენტის უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხი კიდევ უფრო გაზარდა. ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისით სარგებლობა დაინტერესებულ პირებს პორტალ www.my.gov.ge მეშვეობით, ონლაინ შეუძლიათ. ელექტრონულადვეა შესაძლებელი პორტალზე განცხადებების შეტანა სუბიექტის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, სუბიექტის რეორგანიზაციის, რეგისტრაციის გაუქმების, ამონაწერის განახლების, ინფორმაციის მიღებისა და სხვა მოთხოვნებით. შპს-ს პარტნიორებს კი რეესტრი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, პარტნიორთა კრებები ელექტრონულ სივრცეში მოიწვიონ, ჩაატარონ და გადაწყვეტილებები მიიღონ, ელექტრონულ დოკუმენტზე კი ხელმოწერები ელექტრონულადვე განახორციელონ. პორტალზე ხელმისაწვდომი მომსახურებები შინაარსის მიხედვით არის დაჯგუფებული, რაც მომხმარებელს სასურველი მომსახურების არჩევასა და მისით სარგებლობას უადვილებს. შეხვედრის მონაწილეებს საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა ინტერნეტრესურსების გამოყენების შესახებ ინსტრუქციასთან ერთად, სააგენტოს მიერ შემუშავებული ნიმუშებიც გააცნეს,რომლებიც საჯარო რეესტრის ვებგვერდზეა napr.gov.ge/pol წარმოდგენილი. შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ბუკლეტებიც დაურიგდათ და ყველა ის უპირატესოსობა განემარტათ, რაც ელსერვისების მოხმარებას თან ახლავს. მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, ელექტრონული სერვისები ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს, ქაღალდის დოკუმენტებს ანაცვლებს და გარემოს უფრთხილდება. შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული სერვისების გამოყენების მიზნით საჩუქრად გადაეცათ ელექტრონული ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობები, რომლითაც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება. მორიგ შეხვედრებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო როგორც დედაქალაქში, ასევე გორში, ახალციხეში, ქუთაისსა და თელავში ჩაატარებს. საინფორმაციო კამპანია GIZ -გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, პროექტის „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის დისტანციური (ელექტრონული) სერვისების გამოყენების ხელშეწყობა" ფარგლებში ხორციელდება.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)