|
2019-09-23 11:28:52, 2160 ნახვა
სამართალი
გოცირიძე: მოსამართლეობის კანდიდატებს, ალბათ ჰგონიათ „ყველა ხელისუფლებისთვის საჭირო ვართო“, მაგრამ არ ხართ საჭირო!
მოსამართლეობის კანდიდატებს, ალბათ, გულში ეცინებათ - „ჩვენ, ყველაფრის მკადრებლები, ყველა ხელისუფლებისთვის საჭირო ვართო“, მაგრამ არ ხართ საჭირო, - ამის სესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განცხადებით, მომავალი ხელისუფლება სასამართლო რეფორმას ფუნდამენტურად განახორციელებს. „ამ მოსამართლეებს ჰგონიათ, რომ როგორც ემსახურებოდნენ ყველა ხელისუფლებას, ასევე დასჭირდება მომავალ ხელისუფლებას. ამიტომ, ალბათ, ეცინებათ გულში, რომ ჩვენ - ყველაფრის მკადრებლები - ყველა ხელისუფლებისთვის საჭირო ვართ. არ ხართ საჭირო, მომავალი ხელისუფლება სასამართლო რეფორმას ფუნდამენტურად განახორციელებს და არც ერთი ეს ადამიანი, რომელსაც დღეს დიდი ალბათობით დაამტკიცებს პარლამენტი, მომავალ სასამართლო სისტემაში ვერ დარჩებიან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)