|
2019-09-21 16:24:02, 2157 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი - შემთხვევითი არაა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია, შემთხვევით არაფერი ხდება
შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა, შეგეწიოთ ღვთისმშობელი, - ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა. პატრიარქმა მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა. წირვას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დეპუტატებიც დაესწრნენ. „ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ დღევანდელ წირვას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილი და პარლამენტის წევრები. შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა. შეგეწიოთ ღვთისმშობელი დედა, გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს. შეგახსენებთ, რომ დღეს განსაკუთრებით ვლოცულობთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ავადმყოფობენ კიბოთი. ეს უმძიმესი ავადმყოფობა ღმერთმა გვაშოროს ჩვენ და მთელ მსოფლიოს“, - მიმართა პატრიარქმა მრევლს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)