|
2019-09-21 10:46:04, 3078 ნახვა
სამართალი
ჟინვალში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, კახაბერ საბანაძემ და ლევან კაკავამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაბა ჟინვალში, პოლიციის ახალი შენობა გახსნეს. ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით თამაზაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული - შალვა კერესელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. დაბა ჟინვალში არსებული პოლიციის ძველი შენობა ამორტიზებული იყო და თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა, რაც იქ დასაქმებული სამართალდამცველების სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად ართულებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, ჟინვალში პოლიციის სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა აშენდა, რომელიც უახლესი ინვენტარით აღიჭურვა. ასევე, მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები. პოლიციის ახალი შენობა 15 თანამშრომელზეა გათვლილი და მოემსახურება როგორც დაბა ჟინვალის, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)