|
2019-09-20 14:41:01, 3103 ნახვა
ეკონომიკა
კომპანია „ოლამ ჯორჯია“: სამინისტროს მთელს გუნდს გულწრფელად გილოცავთ ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებულ შედეგებს
„გვინდა გულწრფელად მოგილოცოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთელს გუნდს ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებული შედეგები. თქვენი დიდი ძალისხმევით, წელს გაზრდილია მოსავლის რაოდენობა და ხარისხი. მოგეხსენებათ, თხილის და თხილის ინგრედიენტების მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია „ოლამ ჯორჯია“ ზუგდიდში ფუნქციონირებს. „ოლამ ჯორჯია“ სინგაპურული კომპანიის, „ოლამ ინტერნეიშენალის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2005 წლიდან სინგაპურის საფონდო ბირჟაზეა. კომპანია მსოფლიო მასშტაბით 19800 კლიენტს ემსახურება და საქმიანობს 60 -ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. ქართული თხილის სექტორის გაუმჯობესების მიზნით, ჩვენი ერთობლივი, უწყვეტი მუშაობით, საერთაშორისო ბაზარებიდან ველოდებით ქართულ თხილზე გაზრდილ მოთხოვნებს. 2016 წლიდან დღემდე, „ოლამ ჯორჯიას“ მიერ საქართველოდან ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებში ექსპორტზე გაგზავნილია 4000 ტონა თხილის პროდუქცია, მათ შორის, თხილის პასტა. წლევანდელი მოსავლის ჩვეული პარამეტრები დადებით შედეგებს იძლევა. მჟავიანობის ნიშნული დაეცა 05-მდე და საშუალო მჟავიანობა მერყეობს 0,1-0,5-მდე, რაც 3-ჯერ უკეთესი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. გარდა ამისა, საერთო სიდამპლის და მწერის მაჩვენებლებმაც დაიკლო, რაც მოსავალზეც დადებითად აისახა. ფერმერები, მომწოდებლები, პატარა და დიდი საწარმოები, ექსპორტიორები სამინისტროს დიდი ძალისხმევის შედეგებს ხედავენ, რაც დიდი მოტივაციაა ქართული თხილის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებისთვის და ამ სექტორში ჩართვისთვის. ჩვენი მხრიდან გავზარდეთ ძალისხმევა და ჩვენი გეგმები ქართველი ფერმერების მიკვლევადობის სისტემის გასაუმჯობესებლად. მომავალი წლიდან ველოდებით საქართველოს მეთხილე ფერმერებისთვის ოლამის მიკვლევადობის სისტემის ამუშავებას. დიდი მადლობა თქვენი დახმარებისთვის და გულითადი მოლოცვა მთელს გუნდს ოლამის დიდი ოჯახისგან“, - აღნიშნულია კომპანიის „ოლამ ჯორჯია“ ღია წერილში.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)