21:01 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-20 12:19:47, 1557 ნახვა

სამართალი
ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის საქმეზე - პროკურატურაში ორჯერ გამომკითხეს, პასუხისმგებლობას არ გავექცევი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურაში ორჯერ იმყოფებოდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს აღნიშნულ ღამეს არანაირი იარაღი მითუმეტეს ლეტალური არ გამოუყენებიათ.

„პროკურატურას აინტერესებდა ჩვენ რა დონეზე ვმონაწილეობდით და ვიყავით ჩართულები, ასევე პირადად, ჩემთან ჰქონდათ კითხვები. პარლამენტის შენობა არის სახელმწიფო დაცვის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი. მე მითითებებს მხოლოდ და მხოლოდ გავცემდი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისთვის. მე სროლაზე ბრძანებას საერთოდ არ გავცემდი. ის რომ სახელმწიფო დაცვის თანამშრომელები განლაგებულები იყვნენ შესასვლელთან, ეს ასე იყო და ასე იქნება. სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი, მე მონაწილეობას ყოველთვის მივიღებ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში. ჩემი სამსახურის თანამშრომლებს არანარი იარაღი, მითუმეტეს ლეტალური არ გამოუყენებიათ. გამოძიებამ ყველანარი პასუხი უნდა გასცეს საზოგადოების კითხვებს. არავინ არ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე.  პროკურატურაში 2-ჯერ ვიყავი და ყველა მათ შეკითხვას პასუხი გავეცი, რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, მე არ მაქვს ასეთ საკითხებზე ლაპარაკის უფლება“, - აღნიშნა ანზორ ჩუბინიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics