|
2019-09-19 17:12:32, 2243 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ , "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიმართულებით რისკები ისევ არსებობს და ააღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა. ცნობისთივს, ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე 25 ივლისს დააკავეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში“. ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართომ 27 ივლისს შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)