|
2019-09-19 13:12:40, 2207 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი - 2019 წელს ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები გაძლიერდა
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, 2019 წელს ქვეყანაში ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები გაძლიერდა. ლომჯარიამ „თბილისი პრაიდზე“ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ პრაიდის ორგანიზების მსურველთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა ვერ უზრუნველყო. „2019 წელს გაძლიერდა ჰომოფობიური, ტრანსფობიური განწყობები, რაშიც ნათლად იკვეთება კარგად ორგანიზებული ანტიგენდერული ჯგუფების გავლენა და ამის მაგალითია ზაფხულში მიმდინარე მოვლენები, როდესაც გარკვეული ჯგუფები იკრიბებოდნენ და მოუწოდებდნენ საზოგადოებას ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობისკენ. ძალადობის მუქარა განხორციელდა „თბილისის პრაიდის“ ორგანიზატორებზე. სამწუხაროდ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო პრაიდის ორგანიზების მსურველთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. ასევე, მოძალადე ჯგუფების მიმართ სახელმწიფოს არ გაუტარებია ეფექტური სისხლის სამართლის პოლიტიკა. დღემდე პასუხისმგებლობა არ დაკისრებია ძალადობის არც ერთ წამქეზებელს, ორგანიზატორსა თუ მონაწილეს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)