05:41 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-18 11:22:39, 712 ნახვა

საზოგადოება
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი‘’ - ბათუმი კონფერენციას უმასპინძლებს

20-21 სექტემბერს, აჭარა სოფლის ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ორი დღის განმავლობაში, კონფერენციის ქართველი და უცხოელი დელეგატების მთავარი სასაუბრო თემა იქნება „სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი‘’. კონფერენციის სტუმრებს ევროპულ გამოცდილებას, ღონისძიების სპეციალური სტუმარი ფინეთიდან, ევროპის სოფლის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი კიმმო აალტო გაუზიარებს. ღონისძიებაზე პრეზენტაციებს გერმანელი, ბელგიელი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან  მოწვეული სტუმრები შემდეგ თემებზე წარადგენენ:

•             სოფლის ტურიზმის პოტენციალი, პერსპექტივები და განვითარების ტენდენციები საერთაშორისო ბაზრის მაგალითზე;

•             სოფლის ტურიზმი - ტურისტული პროდუქტის დივერსიფიკაციის ეფექტური საშუალება;

•             გასტრონომია - სოფლის ტურიზმის ძირითადი კომპონენტი;

•             კერძო სექტორისა და სოციალური მედიის როლი  სოფლის ტურიზმის პოტენციალის განვითარებაში;

•             გრანტების როლი სოფლის ტურიზმის განვითარებაში;

•             სტუმართმასპინძლობა, როგორც ტურისტული პროდუქტი სოფლად;

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ექსპერტები, ტურისტული სააგენტოების, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics