|
2019-09-18 11:18:38, 11494 ნახვა
სამართალი
სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას ბრიფინგი იყო ჩანიშნული, თუმცა ბრიფინგი თავად პრეზიდენტმა გამართა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემა საკუთარ თავზე აიღო. „მინდა მივმართო საზოგადოებას, რადგან მესმის მათი წუხილი. ეს ჩემი წუხილიცაა, როცა რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებაზე შფოთავენ. ამიტომაც მოვედი აქ. შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია - ვინმეს გამართლება; არც რევიზიაა რომელიმე სასამართლოსი. ეს არის სუბიექტური, პერსონალური გადაწყვეტილება, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის გარემოებების, მოცემულობების შეფასება. ამიტომაც წინათაც ვთქვი, რომ ინიციატივა მაქვს - წესები, რაც შეწყალებას ეხება, გადაიხედოს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაცია იყო. ჩემი ვერსიაც გადაეცემა თავმჯდომარეს და მომავალი კვირიდან სამუშაო ჯგუფი შედგება, რომელიც ჩამოაყლიბებს იმ წესებს, რაც შეშფოთებას აღარ გამოიწვევს. ასევე, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)