21:03 - 22 Jul, 2026
|
2019-09-18 10:56:54, 1859 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს როლზე საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მინისტრმა სტუმრებს სამინისტროში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებთან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)