|
2019-09-17 13:36:26, 3454 ნახვა
კომენტარი
კვიციანი - ვინმე მეტყვის თმენის ვალდებულება რა არის?! რატომ უნდა ითმინო როდესაც გაგინებენ?
"პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ ასოცირდება მისი პარტია რუსეთთან და რატომ ეძახიან მას "რუსეთის მონას". დეპუტატის მტკიცებით, ის 15 წლის განმავლობაში ებრძოდა რუსულ ჯარს, მაშინ როდესაც, მისი აზრით, წინა ხელისუფლებამ ['ნაციონალურმა მოძრაობაბ"], ქართული მიწის ნაწილი "რუსეთს 2 საათში დაუთმო". "ვინმე მეტყვის თმენის ვალდებულება რა არის?! თმენის ვალდებულება ისაა, როცა გაკრიტიკებენ და მოითმენ, რომ ვუსმენთ ჩვენ ამათ პარლამენტში ეგეც თმენის ვალდებულებაა. მაგრამ როდესაც გაგინებენ, მოგსდევენ და გლანძღავენ, რატომ ვარ ვალდებული მოვითმინო, მაიტერესებს?! და მას არ აქვს იმის ვალდებულება, რომ არ უნდა გალანძღოს სხვა ადამიანი. 15 წელი ვიბრძოდი იმ რუსეთთან, 2 საათში ჩააბარეს მიწა და ესენი უნდა მეუბნებოდნენ რუსეთის მონა ხარო", - განაცხადა კვიციანმა. გარდა ამისა, კვიციანი 8 სექტემბერს პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მასზე თავდასხმა დეპუტატ გიგა ბოკერიას დავალებით განხორციელდა. "მინდა შევეხო 8 სექტემბრის მოვლენას, როდესაც თავს დამესხა გაურკვეველი ჯგუფი ლანძღვა-გინებით, სტვენი, რუსეთის მონობის დაბრალდებით და ეს ყველაფერი გიგა ბოკერიას დაკვეთით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხარდაჭერით გაკეთდა. ახლა მე რა მაინტერესებს, რატომ მიდის ამ ადამიანების მხრიდან სულ რუსეთის ხსენება?! ვისაც გინდათ იმას დააბრალებენ პრორუსულობას, ოღონდ თავი დაიცვან. ვინ შეიძლება იყოს იმაზე მეტი პრორუსი, ვინც ტერიტორიების 22% რუსეთს ჩააბარა?! რომელი პრორუსი უნდა იყოს იმაზე მეტი, რომელმაც ყველა სტრატეგიული ობიექტი ხელში ჩაუგდო რუსეთის მოქალაქეებს?! ეს ადამიანები ჩვენ გვაბრალებენ რუსეთის მონობას და სტყორცნიან იარლიკებს. ხალხმა ყველაფერი იცის, სუს-მაც ყველაფერი იცის, მაგრამ ხმას არ იღებს. უყურებდით ყველა რა ჩაიდინეს, რას აკეთებდა პოლიცია. პოლიციამ მბოჭავდა მე და მათ ყველაფრის საშუალებას აძლევდა. მთავარი ის არის, რომ ჟურნალისტებიც გაერთიანებული არიან ამ ღალატში. რამდენი ჟურნალისტი მომსდევდა მაშინ მე, კვირას 10 ათასი კაცი შეიკრიბა ამერიკის საელჩოსთან და აბა რამდენი ჟურნალისტი იყო?! ან რა გაშუქება იყო საერთოდ?! წინა დღეს სუს-ი გავაკრიტიკე პარლამენტში და მეორე დღეს ასეთი ჩასაფრება მომიწყეს მათი ხელით", - აღნიშნა ემზარ კვიციანმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)