03:53 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-17 12:47:57, 2392 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი კომპანია Land O’Lakes Venture37-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია Land O’Lakes Venture37-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯონ ელენბერგერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესების მნიშვნელობას.

პოზიტიურად შეფასდა პროექტის მიმდინარეობის პროცესი, რომელიც, ძირითადად, ორიენტირებულია მწარმოებლებისა და გადამმუშავებლების ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაზე.

ჯონ ელენბერგერის განცხადებით, კომპანია Land O’Lakes Venture37 გამოიყენებს საკუთარ გამოცდილებას და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მიდგომებით და დანერგვით ტექნიკურ დახმარებას გაუწევს ფერმერებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ღირებულებათა ჯაჭვში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას“, - განაცხადა  ჯონ ელენბერგერმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
საქართველოში ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ 5-წლიან პროექტს „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ ამერიკული კომპანია Land O’Lakes Venture37  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად ახორციელებს.   

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics