|
2015-07-13 15:09:34, 564 ნახვა
საზოგადოება
საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ ორსანტიაში, ოცდამეოთხე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, რიგით ოცდამეოთხე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ახლად აშენებული საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. საზეიმო გახსნას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თეა წულუკიანის ინიციატივით, შიდა ქართლსა და აფხაზეთთან საზოგადოებრივი ცენტრები საოკუპაციო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად შენდება. მეჯვრისხევისა და ორსანტიის გარდა, საოკუპაციო ზოლის მახლობლად მცხოვრებთ საზოგადოებრივი ცენტრი სულ მალე სოფელ რუხშიც მოემსახურება. როგორც სოფელ ორსანტიაში, ისე მიმდებარე სოფლებში აფხაზეთიდან დევნილთა რამდენიმე კომპაქტური დასახლებაა. მრავლად არიან კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეებიც, რომლებიც პერიოდულად ახერხებენ ოკუპირებული ხაზის გადმოკვეთას, რაც საზოგადოებრივი ცენტრის მნიშვნელობას განსაკუთრებულს ხდის. სახელმწიფო სერვისების შეუფერხებლად, საცხოვრებელთან ახლოს მიღება მათთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის დაგეგმვისას მდებარეობად ორსანტიის შერჩევის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი სწორედ აღნიშნული ჯგუფებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო. საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მცხოვრებნი საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებენ, რაც მათ რაიონულ ცენტრამდე ტრანსპორტირების თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს. საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება, ქონების რეგისტრაცია და საბანკო მომსახურებით სარგებლობა ადგილზე სოფლიდან გაუსვლელად შეეძლება. საზოგადოებრივი ცენტრი ორსანტიისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებთ, ჯამში 7000-მდე მომხმარებელს, მოემსახურება. ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც. საზოგადოებრივი ცენტრების თანამდეროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის, რაც მათ საშუალებას მისცემს, კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიება. ორსანტიის საზოგადოებრივი ცენტრის გარდა საქართველოში უკვე მოქმედი 23 საზოგადოებრივი ცენტრია. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება ცენტრების მეშვეობით უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდას, ფოკას, ნიგოითის, ჯვრის, შორაპნის, ყვარელწყალი/დუისის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის, ღორეშას, კაზრეთისა და შილდას მოსახლეობას.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)