|
2019-09-17 10:46:09, 1613 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ქალაქ ბელგრადში. შეხვედრას სერბეთის მხრიდან მინისტრის მოადგილე ლაზარ რადაკოვიჩი, სერბეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურის საკითხების დირექტორი, Serbia Cargo-ს გენერალური დირექტორი, სერბეთის რკინიგზის კომერციულ-სატრანსპორტო ოპერაციების დირექტორი და ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორი ესწრებოდნენ. დავით ფერაძემ სერბ კოლეგებს გააცნო ის სატრანზიტო შესაძლებლობები, რომლებსაც საქართველოს რკინიგზა სთავაზობს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონისა და მის მეზობელ ქვეყნებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის წევრ ქვეყნებთან ერთად. სერბული მხარისათვის ასევე მოხდა აღნიშნული მარშრუტის კომერციული და ლოგისტიკური უპირატესობების გაცნობა და ახალი ტვირთების მოზიდვის მიზნით ხედვების გაზიარება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრაზე გაცვლილი ინფორმაციის საფუძველზე დამატებით ღონისძიებებს დაგეგმავენ თანამშრომლობის კონკრეტული სფეროების გამოკვეთის მიზნით. აღნიშნულისათვის უახლოეს პერიოდში საქართველოს სერბეთის რკინიგზის მენეჯმენტი ეწვევა და მხარეთა შორის თანამშრომლობის კონკრეტული სამოქმედო გეგმა შემუშავდება.
(R)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)