22:06 - 22 Jul, 2026
|
2019-09-16 11:05:51, 2408 ნახვა
სამართალი
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მამაკაცი დაჭრეს
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოში, შელაპარაკებისას მოხდა. მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. „დანაშაულის ჩამდენი პირი უკვე იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შსს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)