|
2019-09-14 13:02:27, 1829 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი სივრცე ეწყობა
ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის N68-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი სივრცე ეწყობა, რომელსაც დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ომში მოკლული ქალბატონების სახელი მიენიჭა. პროექტის ფარგლებში, ახალი სკვერისთვის შერჩეული ტერიტორია, რომელიც 250 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მოწესრიგდება, მოეწყობა განათების სისტემა და ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირებით შემოიფარგლება. გარდა ამისა, საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდება ფილებით, მოეწყობა ბორდიური, განთავსდება საბავშვო გასართობი ზონა და საპარკე ავეჯი. ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება. მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, რიმა ბერაძესა და ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „ჩუღურეთის რაიონში, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთ რეკრეაციულ სივრცეს ვაწყობთ, რომელსაც სიმბოლური დატვირთვაც ექნება. ომში დაღუპული ქალების ხსოვნის პატივსაცემად, სკვერის ტერიტორიაზე განთავსდება ტალღების ფორმის ნარინჯისფერი უსაფრთხოების მოაჯირები. სკვერი ასევე, გამწვანდება, თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება და ყველა თაობის ადამიანისთვის საყვარელი დასასვენებელი სივრცე გახდება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. სამუშაოებს, რომლის ღირებულება 77 000 ლარია, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არბა“ ასრულებს.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)