|
2019-09-14 10:24:28, 2685 ნახვა
სამართალი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქბრბ საფრთხეებზე რეაგირების სტანდარტულ სამოქმედო პროცედურების დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან (DTRA) ერთად, ქიმურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) საფრთხეებზე რეაგირების სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დოკუმენტს შეიმუშავებს. დოკუმენტის შესამუშავებლად, თბილისში, ხუთდღიანი სემინარი გაიმართა. სემინარის მიმდინარეობისას, ჩატარდა როგორც შესაბამისი სწავლებები, ისე სამუშაო შეხვედრები. ამერიკელ კოლეგებთან ერთად, საუბარი შეეხო ქბრბ საფრთხეებზე რეაგირების კუთხით არსებულ პრაქტიკას, გამოვლინდა ხარვეზები და საჭიროებები, ასევე, დაიწყო მუშაობა სამოქმედო პროცედურების პირველადი პროექტის შესადგენად. სტანდარტული სამოქმედო პროცედურების საბოლოო პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში საბოლოო ფორმას მიიღებს, მნიშვნელოვნად განაახლებს სამსახურის მიდგომებს და გააუმჯობესებს ქბრბ ჯგუფის შესაძლებლობებს ტაქტიკურ და ოპერაციულ დონეზე. სემინარს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებითან ერთად, ესწრებოდნენ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)