|
2019-09-14 10:12:00, 2339 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ბათუმში მანქანის და მოპედის ქურდობის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ძ. და 1969 წელს დაბადებული მ.ბ. ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ძ.-მ ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მოიპარა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა იგი ბათუმი-სუფსის საავტომობილო გზის სუფსის მონაკვეთზე დააკავეს. ნაქურდალი ავტომობილი ამოღებულია ნივთმტკიცებად. რაც შეეხება მ.ბ.-ს, პოლიციამ ის იმ დროს დააკავა, როდესაც ბათუმში, ზვიად გამსახურიდას ქუჩიდან მოქალაქის კუთვნილი მოპედის მოპარვას ცდილობდა. გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)