|
2019-09-13 16:33:38, 3312 ნახვა
სამართალი
მელია: მოვედი თადუმაძეებში - ოთხფეხა მელიაზე რომ ნადირობენ ისეთი განცდა მაქვს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია პროკურატურაში მივიდა. როგორც მელიამ პროკურატურაში შესვლამდე განუცხადა, არ აპირებს რამე შეიზრუდოს და სხვადასხვა ტელევიზიებში მისვლაზე უარი თქვას. არ არსებობს არცერთ ქვეყანაში, რომ მოქმედ დეპუტატს შეეზრუდოს რომელიმე ტელეკომპანიაში მისვლის უფლება. ანუ იქ თუ მივედი ტელევიზიაში არის კანონის დარღვევა და აქ რომ ვიარო, კი ბატონო. მე ვარ მზად შევასრულო ჩემი უფლება-მოსილება, როგორც დეპუტატმა. ვინმე დღეს თუ არღვევს კანონს და კონსტიტუციას ეს არის პროკურატურა. თადუმაძეებში ვარ მოსული. მთის გადაღმა რომ ცხოვრობს იმ კაცმა ჩამოარტყა ხელის მაგიდას და თქვა, ეს მელია დააბით სახლიო და როგორც ოთხფეხა მელიაზე ნადირობენ ისეთი განცდა მაქვს“, - აღნიშნა მელიამ. ცნობისთვის, გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას აფრთხილებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება მოითხოვოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)