|
2019-09-12 14:55:42, 1861 ნახვა
საზოგადოება
„ხელისუფლების მხრიდან, სრულიად მიტოვებული ვარ“ - აქტივისტი ოკუპირებული ახალგორიდან შიმშილობას იწყებს
აქტივისტი ოკუპირებული ახალგორიდან თამარა მეარაყიშვილი შიმშილობას იწყებს, - ამის შესახებ ის Facebook-გვერდზე წერს. აქტივისტის განმარტებით, პროტესტის უკიდურესი ფორმა იმისთვის აირჩია, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები შეხვდნენ. "დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. მხოლოდ წყალს მივიღებ. პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მივმართავ იძულებით- მინდა შემხვდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ხელისუფლების მხრიდან, მესამე წელია სრულიად მიტოვებული ვარ. ცოცხალი თითქოს არავის ვაინტერესებ. ჩემი პროტესტი, მხოლოდ ცხინვალს არ ეხება, ეხება თბილისსაც. ჟურნალისტებს, გთხოვთ, დაინტერესდეთ, რათა ჩემს შესახებ პროტესტის ადრესატებმა გაიგონ. მეგობრებს სტატუსის გაზიარებას გთხოვთ", - წერს მეარაყიშვილი. ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თამარა მეარაყიშვილი ახალგორში დარჩა. 2017 წელს ცხინვალის ხელისუფლებამ ღია კრიტიკის საპასუხოდ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)