|
2019-09-11 13:10:43, 1535 ნახვა
საზოგადოება
28 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა
მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, კიდევ 28 ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები უკვე არაერთ ოჯახს გადაეცა. მათ ფართების დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ. „კიდევ 28 ოჯახი შეემატება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს მიერ გადაცემულ ბინებსსიმბოლურ ფასად დაიკანონებენ.14 ოჯახს ბინები დადიანის N2-შიდაუკანონდება, ცხრა ოჯახს - თენგიზ სტურუას N29-ში; სამ ოჯახს - ქიზიყის ქუჩის N23-ში; ორ ოჯახს -მუხიანის დასახლებაში; ერთ ოჯახს - წყნეთში, რუსთაველის ქუჩა N45-ში და ერთ ოჯახს - გრიგოლ ლორთქიფანიძის N22-ში. ბევრია ისეთი ოჯახი, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლებია ცხოვრობენ და ბიუროკრატიული თუ სხვა მიზეზების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებენ. დღეს ეს პრობლემა მოხსნილია. მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომაა ჩვენი სამსახურების მხრიდან იმისთვის, რომ ბინების დაკანონებამოხდეს. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ძალიან ბევრ ოჯახს გავაბედნიერებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)