|
2019-09-11 13:05:38, 3349 ნახვა
სამართალი
IDFI - იანვარ-ივლისში დანაშაულის რიცხვი 17,23%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 38 748 დანაშაული დარეგისტრირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17,23%-ით აღემატება. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, უარყოფითი ტენდენციაა დანაშაულის გახსნის თვალსაზრისით, რომლის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით 4%-ით გაუარესდა. „7 თვეში ცალკეული დანაშაულების ზრდის მიზეზად, შესაძლებელია განხილულ იქნას სამინისტროს მიერ დასახელებული ერთ-ერთი მიზეზი, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისად, პოლიციისადმი მიმართვიანობის მატებას უკავშირდება. თუმცა, წინა წლის ანალოგიური მეთოდოლოგიით სტატისტიკის აღრიცხვიანობის პირობებში, დანაშაულების მატება (მაგ. ქურდობა, ძარცვა, გაუპატიურება, ა.შ.) კრიმინოგენური მდგომარეობის გარკვეულ გაუარესებაზე მიუთითებს. ასევე, კრიმინალთან ბრძოლის კუთხით სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის ზრდას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის კლების ტენდენციაც“, - ნათქვამია IDFI-ს განცხადებაში.
სრული ანალიზის იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/2lI0EH8
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)