|
2019-09-11 11:58:41, 1315 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი აშშ-ის ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის აშშ-ში ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის მიზანი სასჯელაღსრულების სისტემაში ამერიკული გამოცდილების დანერგვა და პარტნიორებისთვის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების გაცნობაა. ქართული დელეგაციის შემადგენლობაშია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე. ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა შეხვედრა გამართა აშშ-ის ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელთან ქეთლინ ჰოკ სოიერთან. თეა წულუკიანმა ამერიკელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ძირითადი პრიორიტეტების შესახებ, რომელიც პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების 2019-2020 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს. მხარეებმა ისაუბრეს პატიმართა რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის, დანაშაულის პრევენციისა და განმეორებითი დანაშაულის შემცირების საკითხებზე. თეა წულუკიანის თქმით, ქვეყანაში საზოგადოების უსაფრთხოებისა და კრიმინალის შემცირებისათვის ეს მიმართულებები უმნიშვნელოვანესია. თეა წულუკიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურის განსაკუთრებულ პრიორიტეტებს შორის მსჯავრდებულებისთვის ისეთი სისტემებისა და ინფრასტრუქტურის შექმნაა, რომელიც მომავალში მათი დასაქმებას, პროფესიულ სწავლებას, განათლების მიღებას უზრუნველყოფს. შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა ამერიკელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა ქართული რეფორმების მხარდაჭერისა და ქართული მხარისათვის ამერიკული გამოცდილების გაზიარებისათვის.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)