|
2019-09-11 11:33:05, 2601 ნახვა
სამართალი
„გურიის მოამბის“ რედაქტორს შვილების დახოცვით ემუქრებიან
გაზეთ „გურიის მოამბის“ რედაქტორმა თეო იოსელიანმა Facebook-ის მეშვეობით მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო. „მალე მოესწრები შენი შვილების სიკვდილს, მე დაგიხოცავ“, - ამ შინაარსისაა შეტყობინება, რომელიც დაუდგენელმა პირმა იოსელიანს facebook-ის ყალბი ანგარიშიდან გაუგზავნა. იოსელიანი ფიქრობს, რომ მუქარა მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. “გურიის მოამბე, ზოგადად, ცნობილია, როგორც კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია. არიან ადამიანები, ვისაც არ მოსწონთ ჩვენი მუშაობა. საფრთხე ჩემთვის ძალიან რეალურია და, როგორც ჩანს, ჩემს დაშინებას ემსახურება“, - განაცხადა თეა იოსელიანმა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ სატელეფონო საუბრისას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)