|
2019-09-10 14:23:04, 2089 ნახვა
საზოგადოება
თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილის მისვლას დაპირისპირება მოყვა
თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „Now What?”, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი მივიდა. დეპუტატის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მანამდე ადგილზე ტელეკომპანია "ობიექტივის" ერთ-ერთი ჟურნალისტი გიორგი კასრაძე იმყოფებოდა, რომლის გამოსვლამაც ხმაური გამოიწვია. ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რატომ არ მიიწვიეს კონფერენციაზე "პატრიოტთა ალიანსის" წევრები და აგრეთვე, მან ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება გააკრიტიკა, რომელმაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არასწორი თარგმანის გამო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. ამის შემდეგ ადგილზე ირმა ინაშვილი მივიდა. დეპუტატის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ აქვს პარლამენტის წევრს კონფერენციაზე დასწრების უფლება. ადგილზე საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს, რომელმაც ჟურნალისტი ადგილიდან გაიყვანა. ორგანიზატორებმა მოუწოდეს პარლამენტის წევრს დარბაზი დატოვოს. მანამდე კი, ინაშვილი ამერიკელ მკვლევარსა და ყოფილ დიპლომატს დევიდ კრამერის დაუპირისპირდა. "გიგა ბოკერია ჩვენზე უამრავლ ტყუილს ავრცელებდა ამ კონფერეცნიის ფარგლებში. მოვედი იმისათვის, რომ სათქმელი ვთქვა. მოვედი და ორგანიზატორებს ვთხოვე, რომ შიგნით შევსულიყავი და პატარა მოხსენება გამეკეთებინა, მაგრამ ამის უფლება არ მომსცეს. ვერ ვხვდები, რატომ არ მაქვს უფლება კონფერენციაში მივიღო მონაწილეობა", - განაცხადა ინაშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)