|
2019-09-10 12:17:42, 3220 ნახვა
სამართალი
2 არასრულწლოვნის განხრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ხულიგნური ქვენა გრძნობით, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ს.ბ. დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს, ქ.თბილისში, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს.ბ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, დანით არასრულწლოვნებს ლ.თ-ს და ა.გ-ს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილი დატოვა. დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად ლ.თ-ს და ა.გ-ს გადარჩენა მოხერხდა. „სამართალდამცველებმა ს.ბ. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ს.ბ. დამნაშავედ ცნო 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)