08:02 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-09 16:21:07, 1672 ნახვა

საზოგადოება
თალაკვაძე: თუ ბატონ ხაზარაძეს ექნება სურვილი და შესაძლებლობა შექმნას პოლიტიკური პარტია, მას ეს შეეძლება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "თიბისი ბაკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყველა მსურველს აქვს საშუალება პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბოს. 

თალაკვაძის თქმით, ხელისფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ შესაძლებლობას მისცემს ყველა მსურველს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. 

"ჩვენი კანონმდებლობა ცხადად არეგულირებს თუ როგორ შეიძლება შექმნა პოლიტიკური პარტია და შემდეგ ეს პოლიტიკური პარტია, როგორ მონაწილეობს არჩევნებში. საქართველოში არის რეგისტრირებული 400-მდე პოლიტიკური პარტია და მხოლოდ 30-მდე პოლიტიკური პარტია არის რეალურად აქტიური და ფუნქციური. ეს მიუთითებს იმაზე, რომ წარსულში ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი შეექმნა პარტია, მაგრამ არსებულ პოლიტიკურ სისტემაში არის ბევრად ნაკლები რაოდენობა პარტიების, რომლებიც რეალურ გავლენას ახდენენ პოლიტიკის კეთებაზე. რაც შეეხება ბატონი ხაზარაძის შესაძლო სამომავლო გეგმებს, ისინიც, როგორც სხვები ისარგებლებენ იგივე კანონმდებლობით, თუ მათ ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა შექმნან პოლიტიკური პარტია, მათ ეს შეეძელბათ. რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, ჩვენ ვცვლით საარჩევნო სისტემას იმგვარად, რომ ძველ, არსებულ კონსერვატიულ პარტიებს თუ ახალ პარტიებს, ყველას ექნება შესაძლებლობა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და ჰქონდეს რეალური შანსი, რომ წარმომადგენლობა მოიპოვოს პარლამენტში. ამისთვის შემოგვაქვს ნულოვანი ბარიერი ერთჯერადად", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics