|
2019-09-09 13:22:35, 1501 ნახვა
საზოგადოება
„ემზარი დაგჩინჩლავთ და გაგიშვებთ“ - ზუგდიდის მერიის თანამშრომელი „სირცხვილიას“ მონაწილეებს
ზუგდიდის მერიის ააიპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორის მოადგილემ, ზაზა ფარცვანიამ Facebook-ზე აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეების მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტები გაავრცელა. ზაზა ფარცვანიამ „სირცხვილიას“ მონაწილეებს ქათმები უწოდა და ამგვარად მხარი „სირცხვილიასთან“ დაპირისპირებულ დეპუტატს, ემზარ კვიციანს დაუჭირა. "ემზარი მაგარი კაცია"..."კურიცი, ნე ხადიტე ნა ულიცე, თორემ ემზარი დაგიჭერთ, დაგჩინჩლავთ და გაგიშვებთ"- წერს ფარცვანია Facebook-ზე. შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, „პატრიოტა ალიანსის“ დეპუტატს, ემზარ კვიციანსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. „სირცხვილიას“ აქტივისტებმა დეპუტატს „რუსეთის მონა“ და „მოღალატე“ უწოდეს, რამაც კვიციანის გაღიზიანება გამოიწვია და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)