|
2019-09-07 13:49:59, 1900 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია განხორციელდა
გლდანის რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები ილორის ქუჩა N2 და უწერის ქუჩა N11 კორპუსების მიმდებარედ ჩატარდა. სამუშაოების ფარგლებში, შეიცვალა ლითონის მავთულ-ბადეები, ბალახის ხელოვნური საფარი და განთავსდა კომბინირებული სპორტული მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი. ორივე მოედნის რეაბილიტაციისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 48 595 ლარი დაიხარჯა. უწერის ქუჩაზე, სპორტულ მოედანთან ერთად, ფიტნეს ზონაც მოეწყო, სადაც სხვადასხვა დატვირთვის ტრენაჟორები განთავსდა. დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან, შალვა ოგბაიძესთან და კობა კობალაძესთან ერთად დაათვალიერა. სპორტული მოედნების შეკეთების სამუშაოები ასევე, გლდანის მერვე მიკრორაიონის N34, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N5, მრევლიშვილის ქუჩის მიმდებარედ, მუხიანის მესამე მიკრორაიონის N1 და გლდანის მეხუთე მიკრორაიონის N10 კორპუსების მიმდებარედ განხორციელდა. სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა -„პე ბე“ და „დოკასპორტი“ განახორციელეს.
(NS)
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)