08:45 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 18:27:16, 1633 ნახვა

საზოგადოება
თბილისის N202, N121 და N156 ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ

თბილისის N202, N121 და N156 საჯარო ბაგა-ბაღებში ახალ სააღმზრდელო წელს, ბავშვებს  განახლებული და კეთილმოწყობილი გარემო დახვდებათ.

სამივე საბავშვო ბაღში ზაფხულის არდადეგების პერიოდში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა: N202 ბაღში ამჟამად ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს - იცვლება გზის საფარი, სადაც ასფალტთან ერთად დაიგება ქვაფენილი, ამასთანავე, მოეწყობა საბავშვო და სათამაშო მოედნები. N136 ბაგა-ბაღში, ზაფხულის არდადეგების პერიოდში, გარემონტდა შენობის ინტერიერი და მოეწყო შიდა სათამაშო მოედანი. გზის საფარი შეიცვალა N121 ბაგა-ბაღშიც, ასევე გარემონტდა რამდენიმე სააღმზრდელო ჯგუფი და საპირფარეშო. ბაღის ეზოში დაწყებულია სპორტული მოედნის მოწყობაც. სამუშაოების ჯამური  ღირებულება 246 000 ლარია.

აღნიშნულ ბაღებში განხორციელებული და მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ რაიონის გამგებელს კახა ლაბუჩიძეს და მაჟორიტარ დეპუტატებს, ირაკლი აბუსერიძეს, ლევან დავითაშვილსა და ილია ჯიშკარიანს გააცნო.

„ჩვენ მაქსიმალურად დავაკმაყოფილეთ საბავშვო ბაღების ადმინისტრაციების მოთხოვნები მათთან არსებული, ინდივიდუალური პრობლემების მოგვარების თაობაზე და დავგეგმეთ სარემონტო სამუშაოები ზაფხულის არდადეგების პერიოდისთვის. ივლისსა და აგვისტოში თბილისის 60-მდე საბავშვო ბაგა-ბაღში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები განვახორციელეთ, 50-მდე ბაღში კი ეზოებში განვაახლეთ ინფრასტრუქტურა,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურა მუდმივად საჭიროებს განახლებას და პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics