23:00 - 22 Jul, 2026
|
2019-09-06 14:30:05, 2762 ნახვა
სამართალი
გვარამია: 6 საათზე დამიბარეს პროკურატურაში - რა საამურია დემოკრატიაში ცხოვრება
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურის ბრიფინგს ეხმაურება. როგორც გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, უწყებაში 18:00 საათზეა დაბარებული. „დღეს, 6 საათზე, დამიბარეს გენერალურ პროკურატურაში. ახალი ბრალი უნდა წამიყენონ. რა საამურია ცხოვრება დემოკრატიაში. ps მთავარი არხი მაინც გავა ეთერში. ტყუილად წვალობთ“, - წერს გვარამია. შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა. უწყება გვარამიასთან ერთად, ბრალდებას ტელეკომპანიის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიას და „ინტერმედია პლიუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილსაც წარუდგენს.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)