|
2019-09-04 18:46:09, 1670 ნახვა
სამართალი
მიქაუტაძე, თადუმაძე, ალანია - იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია დაამტკიცა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 48 კანდიდატიდან 20 კანდიდატი შეარჩია და საბოლოო სია დაამტკიცა. კენჭისყრის პროცესი 16:00 საათზე დაიწყო. სიის დასამტკიცებლად ფარული კენჭისყრა, ორ ეტაპად ჩატარდა. საბოლოო კენჭისყრის შემდეგ, კანონის თანახმად, საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების სია პარლამენტში გადაიგზავნება. მეორე და საბოლოო კენჭისყრის შედეგებით: თამარ ალანია - 11 ხმით; მერაბ გაბინაშვილი - 11 ხმით; შოთა გეწაძე - 11 ხმით; მირანდა ერემაძე - 10 ხმით; მამუკა ვასაძე - 10 ხმით; მაია ვაჩაძე - 11 ხმით; თამარ ზამბახიძე - 11 ხმით; შალვა თადუმაძე - 10 ხმით; ზაზა თავაძე - 10 ხმით; ვლადიმერ კაკაბაძე - 10 ხმით; ლევან მიქაბერიძე - 10 ხმით; გიორგი მიქაუტაძე - 11 ხმით; პაატა სილაგაძე - 10 ხმით; ნუგზარ სხირტლაძე - 11 ხმით; ლალი ფაფიაშვილი - 11 ხმით; ნინო ქადაგიძე -11 ხმით; ლაშა ქოჩიაშვილი - 10 ხმით; ქეთევან ცინცაძე - 10 ხმით; ალექსანდრე წულაძე - 10 ხმით; გოჩა ჯეირანაშვილი - 10 ხმით. ცნობისთვის, დღეს, მოსამართლე ლევან თევზაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურა მოხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)