|
2019-09-04 17:06:38, 1486 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 48 კანდიდატიდან 20 კანდიდატი შეარჩია. კენჭისყრის პროცესი 16:00 საათზე დაიწყო. რამდენიმე წუთში კენჭისყრის მეორე ეტაპი დაიწყება, სადაც საბჭო კანდიდატებს სათითაოდ უყრის კენჭს. საბოლოო კენჭისყრის შემდეგ, კანონის თანახმად, საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების სია პარლამენტში გადაიგზავნება. პირველი კენჭისყრის შედეგებით: 11 ხმა მიიღეს - ვაჩაძე მაიამ და მიქაუტაძე გიორგიმ. 10 ხმა - მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, ნუგზარ სხირტლაძე. 9 ხმა - ალანია თამარ, ზამბახიძე თამარ, თადუმაძე შალვა, ცინცაძე ქეთევან. 8 ხმა - ერემაძე მირანდა, ვასაძე მამუკა, თავაძე ზაზა, ლალი ფაფიაშვილი, ქადაგიძე ნინო, ჯეირანაშვილი გოჩა. 7 ხმა - ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ალექსანდრე წულაძე. ცნობისთვის, დღეს, მოსამართლე ლევან თევზაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურა მოხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)